ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამა:
,,დავით კლდიაშვილი და აჭარა".
პროგრამის მიზანია მოზარდ თაობაში ცნობიერების ამაღლება,ინფორმაციის სწორად მიწოდება,ამასთან აჭარისთვის დავით კლდიაშვილის როლისა და მნიშვნელობის წარმოჩენა.
სამიზნე ჯგუფი - პროგრამა გათვალისწინებულია V-XII კლასის მოსწავლეებისათვის.
პროგრამის ხანგრძლივობა - 30-40 წუთი.
პროგრამის ჩატარების დრო- წინასწარი შეთანხმებით.
პროგრამის ხელმძღვანელი -ქეთევან დეკანაძე.
ინტერაქტიული აქტივობა- პროგრამა აგებულია სწავლების ინტერაქტიულ მეთოდზე და ითვალისწინებს მუშაობას საექსპოზიციო დარბაზში.
ახალგაზრდებს დასაწყისშივე ვთავაზობთ აქტივობას - გონებრივი იერიში, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში განხორციელდება.
ძირითადი და მათთვის საინტერესო ინფორმაცია power-point სლაიდისა და მუზეუმში არსებული მატერიალური თვალსაჩინოებების, ექსპონატების გამოყენებით მიეწოდებათ. ინფორმაციის უკეთ აღქმისა და დამახსოვრების მიზნით.